ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ  ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე იტყობინება „facebookj“.ზე.

მისი თქმით, დროული სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება მაინც დასჭირდა.

„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი…. ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ – წერს სოფო შუბლაძე.

თავად  ნინო  სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სოფო შუბლაძე თავის პოსტში ამის შესახებაც წერს:

„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო”-წერს შუბლაძე  სოც.ქსელში.