“ნიუს-ფრონტი’ გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ის მრევლს ქადაგებით მიმართავს.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.