სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა – 2006 წლის 28 იანვარს, გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს.
„შარდენბარში“ დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა. ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს. თავდაპირველად შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. სვანურ გარჩევებს უკავშირდებოდა.
ორი წლის წინ, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო. საქმეში ბრალდებულია ასევე, დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი.