ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა.
ინციდენტი პეკინთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.
ამჟამად მამაკაცი დაკავებულია მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება წაუყენეს.