პარლამენტთან ბოკუჩავას აგრესიულ ქმედებას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც მაჩალიკაშვილი გახდა ცუდად

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ცოტა ხნის წინ, შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

მომხდარ ფაქტს წინ უძღოდა მისი და “ნაციონალი” თინა ბოკუჩავას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მცდელობა,თუმცა  მათ პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.  როგორც ყოველთვის,  პოლიციის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა  “ნაციონალი”  ბოკუჩავა,

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაჩალიკაშვილს პირველადი დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.