პიტ ოლსონი კონგრესმენებს “ნაციონალების” მხარდასაჭერად მოუწოდებს და ივანიშვილს აკრიტიკებს.რა არ ასვენებს ვაშინგტონს?!

პიტ ოლსონმა კონგრესში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის ვიდეოც დაურთო:

“ქალბატონო თავმჯდომარევ, კითხვა მაქვს: რა საერთო აქვთ გრაუჩ ოსკარს (ნაგვის ურნაში მცხოვრები თოჯინა ამერიკული სატელევიზიო შოუდან) და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? პასუხი ასეთია, ორივენი მარიონეტები არიან, რომლებმაც ააოხრეს თავიანთი სახლები. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. კომპანიამ ტეხასიდან შექმნა შესანიშნავი სამუშაო ადგილები ამერიკასა და საქართველოში. მათ შექმნეს თავისუფლება. ასე იყო, სანამ ხელისუფლებამ მათ არ წაართვა აღჭურვილობა. ახლა ისინი საერთოდ ვერ ატარებენ ბურღვით სამუშაოებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელი კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული სურათის ფონზე გამოდის სიტყვით.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი, კიდევ უფრო მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. დროა, გამოვფხიზლდეთ. ეს ფოტო აჩვენებს,რომ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება. შემომიერთდით, ავიმაღლოთ ჩვენი ხმა საქართველოში თავისუფლებისთვის”, – თქვა ოლსონმა სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: “თაიმერი”

P.S. რა არ ასვენებს აშშ-ს?!, რატომ უნდა “ნაციონალების” ხელით ივანიშვილისა და დღევანდელი მთავრობის მოშორება?!