ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებულია. – ის აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება, ის საქართველოს მოქალაქეა. პაციენტი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალგაზრდა თავად მივიდა კლინიკაში, რადგან მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ჩინეთში მუშაობს და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

ცერცვაძის თქმით, ახალგაზრდა ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.