ევროსაბჭო პოლონეთის მიმართ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს

პირველად თანამედროვე ევროპის ისტორიაში, ევროსაბჭო საქმეს ხსნის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიმართ და მას განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ აქცევს. ეს ქვეყანა პოლონეთია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში დიდი უმრავლესობით მისცა ხმა გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ე. წ. მონიტორინგის პროცედურა პოლონეთისათვის. ამ პროცესის ფარგლებში უნდა შეფასდეს, პოლონეთის დემოკრატიული ინსტიტუციები ართმევენ თუ არა თავს საკუთარ ფუნქციებს და პოლონური სახელმწიფო აკმაყოფილებს თუ არა ევროსაბჭოს დემოკრატიულ სტანდარტებს.

პოლონეთის წინააღმდეგ ახალი კრიტიკის ტალღა ევროპაში პოლონური იუსტიციის სისტემის რეფორმებმა, მათ შორის, მოსამართლეებისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ, გამოიწვია.