გახარია სწორადაც იქცევა, როცა კონგრესმენების ვერაგულ წერილებზე კომენტარსაც კი არ აკეთებს

მთავარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია კორონა ვირუსს და ეკონომიკის მაჩვენებელს გამოეხმაურა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის ჯიმ რიშისა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერის, სენატორი ჯინ შაჰინის წერიული უპასუხოდ დატოვა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

P.S.სწორადაც იქცევა გახარია, კონგრესმენების მიზანმიმარtულად ვერაგული შინაარსის მქონე წერილებზე კომენტარსაც რომ არ აკეთებს.