ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გარეთ რამდენიმე წუთით მოსაწევად გავიდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ. გვარამია აცხადებს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს.
„ჩემს გზაზე მოვდიოდი და გვერდიდან მოვიდა. არ დამინახავს ვინ იყო, მაგრამ დედას ****ავ. არ ვიცი ვინ არის, აუცილებლად გავიგებ. ცხვირისა და თვალის არეში მივიღე დაზიანება“ – განაცხადა გვარამიამ.
სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.