იზორიაზე ადრე გერმანიაში კ. გამსახურდია დაუსაქმებიათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირველი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც დიპლომატიურ კადრებს არ განეკუთვნება, გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა. ეს ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში მოხდა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი მხოლოდ ახლა გაახმაურა.

დესპანი ელჩის შემდეგ მეორე პირია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართველოს ელჩად გერმანიაში ლევან იზორია მიდის, რომელსაც დაზვერვის შეფობა აღარ სურს და უფრო “თბილი” ადგილი, ევროპაში, ხიბლავს.