დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის ორ მცირეწლოვან მოქალაქეს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა. მან აღნიშნა, რომ ეს კლინიკაში ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა დაადასტურა.
“არავითარ კორონავირუსზე საუბარი არაა” – თქვა გამყრელიძემ.