ამის მიზეზი ლავროვოფობიაა – შიში ლავროვის საქართველოში ჩამოსვლის წინაშე. თუმცა მარტო ლავროვის არა, ქართულ მხარეს რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებისაც ეშინია.
სურათზე: სერგეი ლავროვი ქართული პოლიტბომონდის შემაშინებელი მზერით
საქმე ეხება სააკაშვილის მიერ დატოვებულ “ანტისაოკუპაციო” კანონმდებლობას, რომელიც არაფლექსიბელურად უზღუდავს საქართველოში შემოსვლას რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით, აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში არიან ნამყოფნი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება.
ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების შესაძლო გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას თბილისში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის გამართვაზე, რუსული გაზეთი “კომერსანტი” აქვეყნებს – ეს ინფორმაცია რუსულ გაზეთს საქართველოს მთავრობიდან და პარლამენტიდან დაუსახელებელმა, “ინფორმირებულმა წყაროებმა” მიაწოდეს.
ძნელი სათქმელია, რუსული გაზეთი ცრუობს თუ მას მართლა ასეთი ინფორმაციები მიაწოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო სუფევს, რომელიც საღ მსჯელობას და ქვეყნის ინტერესების სწორ განსაზღვრას ხელს უშლის!