“ახალგაზრდა თაობის ყველა წარმომადგენელი როდი გახლავთ იდიოტი რუსოფობი!” – ი. ჯანყარაშვილი

ნაციონალური მოძრაობის პარტ აქტივი ისევ ქუჩაში გამოსასვლელად დასკვნითი ბრძოლისთვის ემზადება – ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაში მდგომარეობს სააკაშვილის ორი გეგმა?

პირველი, ეს გახლავთ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. ქაოსური სურათის დახატვა და ხელისუფლებაზე წერტილოვანი დარტყმების მიყენება, რასაც  “ნაცების” და “ევრონაცების” მიერ კონტროლირებადი მედია შემდგომ დახატავს, როგორც აპოკალიფსურ სურათს.

გეგმა მეორე კი გახლავთ, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ტვინების გამორეცხვა და “ნაცების” 9-წლიანი სისხლიანი მმართველობის რომანტიზება.

გული მინდა დაგწყვიტოთ,  “ნაცებო”: ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი თქვენდა სამწუხაროდ, არ გახლავთ ”კმარელებივით” ტვინგაყინული და იდიოტი რუსუფობი.

სწორედ ჩემი თაობა იქნება, რომელიც დაასრულებს კოჰაბიტაციას და შესაბამის განაჩენს გამოგიტანთ,
სპეკტაკლები კი, რომელსაც თქვენ დგამთ, უკვე დიდიხანია, გაცვთა და საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილისგან სრულიად იგნორირებულია.


რაც შეგეხება შენ პირადად, მიხეილ სააკაშვილო, 2012 წელს დაგასრულეთ და არც მედასავლეთეს იმიჯმა გიშველა. ვერც ანტირუსული განწყობების გაღვივებით შეძლებ საპროტესტო ტალღის აგორებას, ყველამ კარგად იცის შენს მიერ შენს მიერვე ოკუპანტებად წოდებულ რუსებზე ჩაბარებული სტრატეგიული ობიექტების ვრცელი სია.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი,

            ბათუმი