არაფხიზლად მყოფმა ცოლმა ფიზიკურად იძალადა ქმარსა და მცირეწლოვან შვილებზე – პირი დაკავებულია

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო:”ალია”