დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიულ დღეს მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.
შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.