იაპონიაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც გული გადაჰქონდა ტრანსპლანტაციისთვის

ფუკუშიმას პრეფექტურული პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც ტრანსპლანტაციისთვის გული გადაჰქონდა, იაპონიიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

ბორტზე პოლიციის ორი ოფიცერი, ორი ექიმი და ტექნიკური პერსონალი იყო. შვიდივე მათგანი დაშავდა.

გული ფუკუშიმაში მდებარე საავადმყოფოში, 50 წლის კაცს ეკუთვნოდა. მას ტვინის სიკვდილი დაუდგინდა.

ტრანსპლანტაცია ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში უნდა ჩატარებულიყო.