ინგლისელები ზეიმობენ ევროკავშირის დატოვებას, ქართველებს კი კონსტიტუციაში გვიწერია გაწევრიანების საოცნებო მიზანი – ბ.გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების თემას ეხმაურება:

“ვინ რას აღიქვამს ბედნიერებად. ინგლისელები ზეიმობენ ევროკავშირის დატოვებას, ქართველებს კი კონსტიტუციაში გვიწერია გაწევრიანების საოცნებო მიზანი.  ყველა იქ მიდის სადაც “შინ” ეგულება. მარადიული დაბრუნების თემაა.” – წერს გიორგობიანი სოც.ქსელში.