ჟურნალისტი ავთო დვალიშვილი ყურადღებას აქცევს სააფთიაქო ქსელში სამედიცინო პირბადეებზე ფასების სწრაფ ზრდას და სოციალურ ქსელში წერს:
“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს… ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქართული ბიზნესის ნაწილი, იწყებს ფიქრს იმაზე, ფული როგორ იშოვოს და, როგორც წესი, ეს პროცესი მდაბიო სახეს იღებს.
ბოლო დღეებში, ყველაზე მოთხოვნადი ნივთი გახდა პირბადე. წინა კვირას თუ ღირდა 10 თეთრი, ამ კვირის დასაწყისში გახდა 15 თეთრი, დღეს კი უკვე 20 თეთრი… ხვალ თუ “კორონა” დადასტურდა, ვფიქრობ, რომ 1 ლარიც გახდება…
აი ეს ვართ ჩვენ…
დამოკიდებულებაზეა საუბარი, თორემ ადამიანები 5 თეთრს დაამატებენ და იყიდიან ისევ….” – წერს დვალიშვილი.