შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველებმა მისგან “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება და “მეტადონის” შემცველი 10 აბი ამოიღეს.

რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რ.ჩ.-ს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკი ამოიღო,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.