“ნაცებისა” და “ქოცების” ბრძოლა ამერიკის კონტინენტზე გადავიდა. მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული ისედაც ცნობილი “საიდუმლო”, რომ ოპოზიციონრებმა ამერიკელი ე. წ. ლობისტები მოისყიდეს, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქართველო დღეს-დღეობით წარმოადგენს არა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არამედ აშშ-ის კოლონიის განსაკუთრებულად მახინჯ ვარიანტს.
ოპოზიციის და კერძოდ, მათი ერთ-ერთი “სახის”, სააკაშვილის რეჟიმის კორუმპირებული უშიშროების მინისტრის მოადგილის, ბათუ ქუთელიას მადისკრედიტებელი საბუთი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციამ “ქართული ოცნება” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გამო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
შესაბამისად, ორივე მხარე – “ნაციც” და “ქოციც” დიდძალ ფულს ხარჯავს აშშ-ში, ე. წ. ლობისტური კომპანიების მომსახურებაში.
ეს ფული არ არის კერძო წარმოშობის, არამედ სახელმწიფოსგან ანუ ხალხისგან მიღებული ამოღებული თანხებია, რომლებიც კოლონიიდან (საქართველოდან) მეტროპოლიაში – ვაშინგტონში იქაჩება.