ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის დადგენა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.