მორიგი ამერიკული ხრიკი ანაკლიის პორტის თემაზე

ამერიკელები ერთ რამეში უდავოდ ძლიერები არიან – ტყუილში. ისინი ისე შემოაბრუნებენ ფაქტს, რომ ჩვეულებრივმა მოკვდავმა სიცრუე სიმართლედ აღიქვას, სიმართლე კი სიცრუედ.

გავლენიანი ამერიკული თინკ-თენკი ანუ “იდეების სამჭედლო”, რომელიც “ჰერიტეიჯ ფაუნდეიშნ“-ის სახელწოდებით არის ცნობილი, მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა და ჩამოთვლის იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც უნდა იყოს მხარდაჭერის ობიექტი. ესენია (ციტატა):

  1. თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები;
  2. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მომზადება;
  3. ნატოში საქართველოს გაწევრებისკენ სწრაფვა;
  4. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება თავდაცვის სფეროში;
  5. ახალი ინვესტორის მოძიება ანაკლიის პორტის ასაშენებლად.

“საქართველოს სჭირდება ეს პორტი, რომელიც გამოყენებულ იქნება ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის ასამოქმედებლად და საქართველოს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. ეს ქვეყანას დაეხმარება როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი განამტკიცებს ორმხრივ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს. კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა წაახალისონ და მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიისთვის, განაახლოს პროექტის განხორციელება და ბოლომდე მიიყვანოს იგი” (ხაზგასმა ჩვენია – “ნიუსფრონტი”) – აღნიშნულია “ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენის” მოხსენებაში.

როგორც ვხედავთ, აქცენტი ამერიკელ ანალიტიკოსებს გადატანილი აქვთ ანაკლიის პორტზე და ამერიკა თითქოს ინვესტორის მოძიებაში უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ რეალურად საქართველომ უნდა იშრომოს ამ ინვესტორის მოძიებისათვის და პროექტის განხორციელებისათვის. ეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს საქართველოს ინტერესშია, არაფერია ნათქვამი ამერიკულ ინტერესზე და პროექტის პროვოკაციულ შემადგენელზე, რუსეთთან მიმართებაში.

დანარჩენ პუნქტებს რაც შეეხება, 2003 წლიდან კარგად ვიცით საქართველოში, რას ნიშნავს ამერიკული გაგებით, “სამართლიანი და თავისუფალი” არჩევნები; ისიც ვიცით, ნატოში წევრობისკენ მიმართულმა კურსმა და აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ რა შედეგამდე მიგვიყვანა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

დაბოლოს, არც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შეცვლის საქართველოს ეკონომიკის სავალალო მდგომარეობას. ყველაფერი ამერიკის ინტერესების რეალიზებისთვის კეთდება. რაც არ უნდა დიდი ფული დახარჯოს ხელისუფლებამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებში, ეს კოლონიალისტური მიდგომა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”