წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის ინფორმაციით, განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილებს 17 თებერვლამდე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.
“ამ ეტაპზე წყალტუბოში ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა. განაცხადების შევსება იმერეთის რეგიონში რეგისტირებულ დევნილ ოჯახებს შეეძლებათ. განცხადების მიღების პროცესი 3 თებერვლიდან იწყება და 17 თებერვლამდე გაგრძელდება, – აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს – პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს.