მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული, – ასე გამოეხმაურა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობასა“ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმებულ კონტრაქტში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიას მითითებას.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შემთხვევაში მსგავსი კავშირების აღმოჩენა პოლიტიკურ პარტიებთან, მთლიანად სექტორისთვის არის დამაზიანებელი.
„რომ არ მოგატყუოთ, ჩემთვის მეორე და მესამეხარისხოვანია ბათუ ქუთელია ვისთან თანამშრომლობდა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა. თავად გაარკვიოს, სად თანამშრომლობდა და როგორ და რანაირად. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი და არაპარტიული ორგანიზაციები, მათი მსგავსი კავშირები აღმოჩნდება მართალი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სექტორისთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ჩემი აზრით, მას ვერ გავაიგივებთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მრავალწლიანი დამოუკიდებელი, პროფესიონალური საქმიანობის გამოცდილება აქვს“, – წერს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, სადაც პარტიას ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს. უმრავლესობის ბრადლებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს და განაცხადეს, რომ სინამდვილეში ხელს დოკუმენტს კობა ნაყოფია აწერს. მოგვიანებით, თავად ბათუ ქუთელიამ განმარტა, რომ ის არ არის არცერთი პარტიის წევრი და შესაბამისად, მათ არანაირი მოლაპარაკებაში არ წარმოადგენს. თავად „ორიონ სტრატეჯიში“ კი ამბობენ, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.
ასევე შეგახსენებთ: 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, იმჟამად უშიშროების მინისტრმა ბათუ ქუთელიამ, სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად, ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაიფორმა!