„არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ დაბრუნება იმავე თანამდებობაზე“,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი შოთაძეზე საუბრისას განაცხადა.
„როგორც კი დასახელდა შოთაძის გვარი, გასაგები იყო, რომ ის ხელახლა დაბრუნდებოდა თანამდებობაზე მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საპროკურორო საქმიანობაში გამოცდილება, მან თავად დატოვა თანამდებობა ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების აღელვებას და პროტესტს. უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდეგ დაბრუნება იმავე თანამდებობაზე. მის ადგილას მე ასე არ მოვიქცეოდი“-განაცხადა ჩუგოშვილმა.