საქართველოს ძარცვა და დამცირება ვაშინგტონის მიერ გრძელდება – “ლობისტებად” წოდებულ, ფულის ამღებ ამერიკელ დეპუტატებს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ეწვიონ, კიდევ ფული “ჩაუჯიბონ” და თან ახსნა-განმარტებები მოახსენონ.
მართალია, ეს დამამცირებელი პროცედურა თალაკვაძე-ზალკალიანმა უნდა გაიარონ და მათთვის “პრობლემა არაა”, მიჩვეულები არიან და დამცირებად ვერც აღიქვამენ ამ პროცედურას, მაგრამ მაინც, ისინი ხომ საქართველოს, ქართველ ხალხს წარმოადგენენ!
სამწუხაროა, რომ საქართველოში ბობოქრობს მახინჯი ნეოკოლონიალიზმი და ამ სიმახინჯის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი ჩვენს ხალხს, როგორც ჩანს, აღარ დარჩა.
P. S. თალაკვაძე-ზალკანიანი ვაშინგტონში უკვე ხვალ გაემგზავრებიან.