“ნაცების” ერთ-ერთი “უპარტიო” დამქაში, უწინ უშიშროების მინისტრის მოადგილე და აშშ-ში ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია, რომელიც ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ფიგურირებს, თავისი რეპუტაციის გადასარჩენად ისევ და ისევ თავის მიერ დაქირავებულ ამერიკელ ლობისტებს უხმობს.
ქუთელია თავის ფეისბუკ-გვერდზე აქვეყნებს ამერიკული ლობისტური კომპანია Orion Strategies-ის ხელმძღვანელის, ენდი შეუნმანის წერილს, სადაც აღნიშნიულია, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაფრომებულ ხელშეკრულებაში ქუთელიას სახელი და გვარი “შეცდომით” მოხვდა.
“Orion Strategies-მა ბათუ ქუთელია დაიქირავა, რათა დაგვხმარებოდა საქართველოში მიმდინარე ტენდენციების სტრატეგიულ აღქმაში, მოეწოდებინა ჩვენთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის, თავდაცვისა და პოლიტიკის კუთხით მიმდინარე პროცესების ანალიზი. ელჩი ქუთელია არ ყოფილა ჩართული ჩვენ მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურების რომელიმე პოლიტიკურ ასპექტში, ის ასევე არ იყო ჩართულში აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენს ურთიერთობაში. ადმინისტრაციული შეცდომის გამო ბათუ ქუთელია შეცდომით აღმოჩნდა ჩაწერილი Orion Strategies-ის კონტრაქტში. ეს შეცდომა უკვე გასწორებულია და გაგზავნილია FARA-ში”, – ნათქვამია ბათუ ქუთელიას მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლის ავტორადაც ენდი შეუნმანი არის მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ბათუ ქუთელიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად, ტაბახმელას ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები გადაიფორმა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად. ამის შესახებ ქართული პრესა და ოპოზიციური სპექტრი მალევე, 2008-2009 წლებში ალაპარაკდა და შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინა.