რუსეთი აკონტროლებს სირიის საჰაერო სივრცეს, თურქები ცრუობენ და რუსებს კიევიდან პასუხობენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარჰყოფს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის საჰაერო სივრცეში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადების საპირისპიროდ, რუსეთის თავდაცვის უწყება ხაზგასმით აცხადებს, რომ თურქულ თვითმფრინავებს სირიის საჰაერო სივრცის საზღვრები არ დაურღვევიათ.

რაც შეეხება სირიის არტილერიის მიერ განადგურებულ თურქ ჯარისკაცებს, მათ იდლიბის პროვინციაში არ შეუთანხმებიათ თავიანთი გადაადგილება სირიისა და რუსეთის ძალებთან – ამტკიცებს რუსული მხარე.

აღსანიშნავია ასევე, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. მან ასევე აღნიშნა, რომ ყირიმელი თათრები ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა და მათ მდგომარეობას უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით დააკვირდება.

რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა ერთი მხრივ ვითარდება დიდი ტემპებით, მაგრამ ეს ორი მაგალითი ცხადჰყოფს, რომ რუსეთ-თურქეთის მეგობრობა ჯერ კიდევ შეუძლებელია.