საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ცოდვა, რაც მას ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაში მიუძღვის, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება გადააბარა.
“სააკაშვილს ხელისუფლება მე ჩავაბარე და დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამაზე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის. ამას ათასჯერ მოვინანიებ უფლისა და ხალხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ მქონდა”
შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს”-განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ “ასავალ დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2013 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა..
წყარო: NSP