ქართველი სპორტსმენი, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება:
„ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამინებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით“, – წერს ლაშა ტალახაძე.
შეგახსენებთ, რომ აქცია „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკოს, დავით ბერძენიშვილის შვილმა ზუკა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.