ირმა ინაშვილი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას ეხმაურება: ‘სიღარიბე ზოგჯერ ისეთ სიღრმეში შედის, რომ ამ უფსკრულიდან ამოსვლას ვერც სოცდახმარება შველის და ვერც მრავალჯერადი ქველმოქმედება.
თუმცა, კონკრეტული ოჯახებისთვის ერთიც სასიცოცხლოა და მეორეც. ყველას გვყავს ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც სიღარიბეს უბრალოდ ვეღარ ერევა. მიფიქრია, კაცი 50 ლარს რომ ითხოვს, სამჯერ, ოთხჯერ მეტი უნდა მისცე, თუ მისი გაჭირვებიდან დახსნის სურვილი გაქვს და არა თავიდანმოშორების. პირობითად 50 ლარი კონკრეტულ საჭიროებას ხმარდება და დახმარების მთხოვნელი სხვა 50 ლარის ძიებაში ახალ გაჭირვებაში ვარდება, ასე ღრმავდება მისი ქრონიკული სიღარიბე. ამიტომ გაჭირვებულ კაცს რომ ვეხმარებით, ნუღარ გავუბრაზდებით, რატომ არ ეყო, რაც ვაჩუქეთ. არ ეყოფა, ვიდრე არ გავუჩენთ საქმეს, რომლითაც ეს კაცი ნაბიჯ- ნაბიჯ სიღარიბის ფსკერიდან ამოვა. ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა. ისეთი ნიადაგი, პირობები შექმნას ქვეყანაში, როცა ადამიანს სიღარიბის ფსკერიდან ამოსვლის პერსპექტივა და იმედი ექნება.” – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.