მედიისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების აკრძალვას, საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა.

საია ასაჩივრებს ნორმას, რომელიც ბეჭდურ და ონლაინ მედიას არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20:00 საათამდე საზოგადოებრივი კვლევების გამოქვეყნებას უკრძალავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება, თუმცა ეს რეგულაცია ამ პრობლემის დარეგულირებას ვერ შეძლებს.

“თუკი ასეთი აკრძალვის მიზანი არის ის რომ ამომრჩეველზე ვინმემ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მანიპულაცია არ მოახდინოს, მაგალითად ყალბი კვლევის შედეგები არ გამოაქვეყნოს  და ეს იყოს პრევენცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია არ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას, იმის გამო, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია ფეისბუკის რიგით მომხმარებელს.

იგივე ტიპის რეგულაციების დაწესება, რაც სხვა, უფრო დიდ მედიასაშუალებების მიმართ არის დაწესებული, ამ შემთხვევაში არის არასწორი და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი,”- განაცხადა საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ.