ოპოზიციამ კრემლის ბანერი გააკრა პარლამენტთან, ივანიშვილი ქვეყანას რუსული მეთოდებით მართავსო

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოაწყვეს. უმრავლესობის წევრებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ.ისინი დეპუტატების მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: “მონა”.

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალემ” პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყო და “მწვანე ღობეზე” რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინ არის აღმართული კრემლის ბანერი გააკრა.

აქტივისტების თქმით, ბანერის იმის გამოხატულებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას რუსული მეთოდებით მართავს​.