ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ რობერტ ო’ბრაიენმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეიარაღებებზე კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების ახლო მომავალში დაწყება დააანონსა.
“ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ რუსებს მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ, მალე დავიწყებთ მათთან მოლაპარაკებებს შეიარაღებების კონტროლსა და ბირთვულ საკითხებზე. ეს მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ აშშ-რუსეთისათვის” – აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
ო’ბრაიენის ინფორმაციით, ვაშინგტონის ადმინისტრაცია რუსებთან კავშირს მალე დაამყარებს ამ მიმართულებით.