აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის სენსაციური განცხადება რუსებთან მიმართებაში

რუსეთთან მიმართებით სენსაციურად შემრიგებლური და დადებითი განცხადება გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწემ, რობერტ ო’ბრაიენმა.

გარდა იმისა, რომ ო’ბრაიენმა რუსებთან ორმხრივი თანამშრომლობა შეიარაღებების და ბირთვული საკითხების შესახებ კონტროლზე მოლაპარაკებები დააანონსა, მან განცხადება გააკეთა  რუსულ-ამერიკულ მოკავშრეობაზე მეორე მსოფლიო ომის დროს.

აშს-ის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, 75 წლის წინ საბჭოთა და ამერიკული ჯარები ერთმანეთს მდინარე ელბაზე შეხვდნენ “საუკუნის ბრძოლის, შესაძლოა, მთელი ისტორიის უმთავრესი ბრძოლის შედეგად… რუსმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს მდინარესთან ხელი ჩამოართვეს, ჩვენ რუსეთთან, როგორც ჩვენს მოკავშირესთან, ერთად ვიზეიმეთ დიდი გამარჯვება” – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ეს განცხადება სენსაციურად ჟღერს ბოლო დროს მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე გამწვავებული დისკუსიების ფონზე. ამ მხრივ განსაკუთრებით ამერიკის აღმოსავლეთევროპელი მოკავშირე, პოლონეთი სცოდავს, რომელიც ახდენს მეორე მსოფლიო ომის რევიზიას და ამ ომის გაჩაღებას საბჭოთა კავშირს აბრალებს.