“ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.
“თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება, სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან “გერმანული მოდელი” შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
იმდენად უნიათოები არიან, ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წამს ცვლიან. ერთს გეტყვით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა, ტაიმერი ჩართულია. პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს “ნაციონალური მოძრაობის.” ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.