საპროკურორო საბჭო დღეს 3 კანდიდატს შეარჩევს

გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შერჩევა ახალ ეტაპზე გადადის. საპროკურორო საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით დღეს 15 კანდიდატიდან სამი უნდა აარჩიონ.

რეგლამენტის მიხედვით, მათ შორის, მინიმუმ ერთი ქალი უნდა იყოს. მომდევნო სხდომაზე კი, ასევე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი თითქმის დარწმუნებული არიან, რომ კანდიდატი, რომელსაც საპროკურორო საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის, ირაკლი შოთაძე იქნება. სამოქალაქო სექტორი კანდიდატთა შერჩევის არც თუ გამჭვირვალე პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას.