გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე საპროკურორო საბჭომ დღეს 4 კანდიდატი შეარჩია.
ირაკლი შოთაძე, დარიკო თორდია, სოფიკო შენგელია და ვალერიან ვაჭარაძე – საპროკურორო საბჭომ კანდიდატთა ოთხეული გამოავლინა, საიდანაც სამს უკვე ხვალ შეარჩევს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შემდეგ სხდომაზე კი ასევე ფარული კენჭისყრით ის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. დღევანდელი ფარული კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა ირაკლი შოთაძემ მიიღო.
“ხმათა უმრავლესობა ამ შედეგების მიხედვით მიიღო ოთხმა კანდიდატმა. ეს გახლავთ ვალერიან ვაჭარიძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე. შესაბამისად, ეს ოთხი კანდიდატი გადავა შერჩევის შემდგომ ეტაპზე და მოგვიწევს კენჭისყრა ამ ოთხ კანდიდატს შორის,” – განაცხადეს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე.