ვატო წერეთელმა მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახა – ტვ პირველის დამფუძნებელი კლინიკაში გადაიყვანეს

ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ვატო წერეთელმა ტვ პირველთან განაცხადა, მან მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახა. მისივე თქმით, ავთო წერეთელს გულის პრობლემები ჰქონდა. მამის მდგომარეობაზე ის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ავთო წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს იმავე საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე.

„დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა, რამდენიმე წუთში შევედი და უგონოდ იყო. 70 წლის ადამიანს ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენტირებები უდევს გულში და დღეში ინსულინის 4 ნემსს უკეთებენ, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში” – განაცხადა ვატო წერეთელმა.