„მსურს გამოვეხმაურო ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ და სადაც აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით“
– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია, ამ “პროგრესიდან” რა მოგება ნახა საქართველოს მოსახლეობამ – პროდუქტი გაიაფდა, შემოსავლები გაიზარდა, ხარისხი გაუმჯობესდა თუ კიდევ რა დადებითი მოვლენა ახლდა თან საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულებების შესრულებას.
შეგახსენებთ, რომ პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ის “ლობისტი” კონგრესმენების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, რის გარანტადაც პარლამენტის სპიკერის ვაშინგტონური “მომლოცველობა” მოიაზრება.