სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეიდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს, მაღალ მთაში კი მოთოვს, რაც ცალკეულ რეგიონებში ზვავსაშიშროებას წარმოქმნის. დაბალი ტემპერატურა და ნალექი 10 თებერვლამდე შენარჩუნდება.
„საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და 10-11 გრადუსს შეადგენს. დედაქალაქში მოსალოდნელია 10-12 გრადუსი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება და წვიმა. მთიან რაიონებში საღამოს საათებში წვიმა თოვლში გადავა, მაღალმთიან რაიონებში ასევე ითოვებს. ცივი ამინდი 10 თებერვლამდე შენარჩუნდება“, – აცხადებს სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.