კელიაში მომხდარი მლკვლელობა გახსნილია – კახა შელიას ბრალს დღეს წაუყენებენ

მარტყოფში, მამათა მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, კახა შელიამ, 5 თებერვალს, კელიაში მასთან ერთად მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ნაჯახით მოკლა.

შელია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უკვე ნასამართლევია. ფსიქიკური პრობლემების გამო, მან სასამართლოს გზით მისჯილი 18-წლიანი პატიმრობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კი თავი ეკლესიას შეაფარა.