დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტის, ისრაელის და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების პროისრაულ გეგმას, რომელიც აშშ-სთან მიერ არის შემუშავებული, მხარს უჭერს.
შესაბამისი განცხადება ჯონსონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.
პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიამ ტრამპის მიერ შემოთავაზებული ე. წ. „საუკუნის შეთანხმება“ კატეგორიულად უარჰყვეს.
28 იანვარს დონალდ ტრამპი გამოვიდა ე.წ. საუკუნის შეთანხმების ინიციატივით, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს – რეალური სუვერენიტეტის გარეშე. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, იერუსალიმი ისრაელის განუყოფელ ნაწილად დარჩება, პალესტინის დედაქალაქი კი აღმოსავლეთ იერუსალიმის “მუნიციპალურ ფარგლებში” უნდა იყოს ანუ რეალურად, გარეუბანში.
„საუკუნის შეთანხმებას“ უკვე დაუჭირა მხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რადგან გეგმა პალესტინის სახელმწიფოებრიობას ფიქციად აქცევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პალესტინას არ ექნება გარე საზღვარი, იგი ანკლავად დარჩება ისრაელით გარშემორტყმული (იხ. რუკა ქვემოთ, წყარო: “ვიკიპედია”). უკანონოდ აშენებული ებრაული სამოსახლოებიც დაკანონდება და პალესტინა იქნება “ქაღალდზე დატანილი” სიცოცხლისუუნარო სახელმწიფო, მოტყუებული და გაბოროტებული ხალხით.