თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენს ამერიკელების მთავარ ფასეულობას შეპირდა

საქართველოს პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ში დეპუტატს, ე. წ. კონგრესმენს ანუ რანგით თავისზე ბევრად უფრო დაბალი დონის პარლამენტარს, შეხვდა. კინზინგერის მთავარი “ღირსება” იმაში მდგომარეობს, რომ იგი საქართველოს მთავრობას აქტიურად აკრიტიკებს (აშანტაჟებს) და მიანიშნებს, რომ საჭიროა ამერიკელთათვის მთავარი ფასეულობის – ფულის, გაღება.

“ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა” – უთხრა გაღიმებულმა კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებს თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ (აბა, ამერიკელ ჟურნალისტებს ეს შეხვედრა არანაირად არ აინტერესებდათ). კინზინგერის ამასწინანდელი კრიტიკულობა და მთავრობაზე თავდასხმები უეცრად გაქრა. როგორც ჩანს, ამერიკელი “ლობისტი” მსუყე “კუშის” მოლოდინშია ბიძინა ივანიშვილისგან.

ტვ “იმედის” ინფორმაციით, კინზინგერმა განაცხადა:

„ვფიქრობთ, რომ დიალოგის გაგრძელება არსებული ვითარების განსამუხტად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მიმართ და გვსურს გამოსავლის ნახვა. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ყველა საერთო ინტერესის საკითხზე და მე იმედი მაქვს, რომ ვითარებიდან გამოსავალს ძალიან მალე ვიხილავ. ჩვენ მთავრობასთან ისეთ კომუნიკაციაში ვართ, როგორც არავისთან. ჩვენ გამოვხატავთ ხოლმე შეშფოთებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს გაგებული როგორც ბრაზი ან იმედგაცრუება, არამედ ეს უნდა იყოს აღქმული ისეთ რამედ, რაც მეგობრებს შორის ხდება. ჩვენ ვუყურებთ საქართველოს, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვან ქვეყანას ჩვენი მომავლისთვის და მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოც მსგავსად უყურებს შეერთებულ შტატებს. მე ვფიქრობ, რომ კარგ პოზიციაზე ვართ ამ მდგომარეობით და ვაგრძელებთ საქართველოსადმი ერთგულებას“.

ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან, ვინაიდან კინზინგერი მარტო არ არის და მას გვერდს სხვა “ლობისტებიც” უმშვენებენ.