თემურ ფიფია რუსეთში ქართველი სტუდენტებისთვის უფასო სასწავლო ადგილების რაოდენობის გაზრდაზე იზრუნებს

მოსკოვში ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია მიემგზავრება. სახელმწიფო სათათბიროში მისი შეხვედრების მთავარი მიზანი სასწავლო-სამეცნიერო ხაზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება იქნება.

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განკარგულება გასცა, უცხოეთის მოქალაქეებს გაუზარდონ კვოტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სახელმწიფოს ხარჯზე სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. ფიფიას მიზანია, რომ ამ ჩამონათვალში ქართველი სტუდენტები და მეცნიერები ღირსეული რაოდენობით მოხვდნენ.

ფიფია მისმა პარტნიორებმა რუსეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის ხელმძღვანელებმა, მიიწვიეს. ქართველი პოლიტიკოსი შეხვედრებს მოსკოვში ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან დაიწყებს. კომიტეტის წევრების გარდა, იგი რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს, გენადი ზიუგანოვს შეხვდება.