ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი საიმედო ინვესტორი, რომელიც შეძლებს ანაკლიის პროექტის განხორციელებას – ა. თალაკვაძე

ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრების ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტის მშენებლობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ პორტის მშენებლობის პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად განხორციელდება.

“ვისაუბრეთ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანი არის, რომ მოვიძიოთ ახალი საიმედო პარტნიორი, ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მომავალშიც ამ პროექტს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.