გამარგინალებული გუბაზ სანიკიძე აგრძელებს ბიძინა ივანიშვილზე ვერბალურ თავდასხმებს. ამით მხოლოდ ივანიშვილი სარგებლობს, რადგან გაშიფრული და “გუბოზად” წოდებული სანიკიძე თავისი თავდასხმებით ბიძინას უფრო დადებით იმიჯს სძენს.
ეს კარგად აპრობირებული ხერხია პოლიტიკაში – დისკრედიტირებული სუბიექტი გაკრიტიკებს და ამ გზით ხალხს სიმპათიით შენდამი განაწყობს.
ამჯერად გუბაზ სანიკიძემ შემდეგი გამოაცხადა:
“ივანიშვილი ჭკუიდან არის გადასული და ამერიკელებს ებრიქება. გახსოვთ ივანიშვილის სახე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ?! – როგორი დაჩოქილი იყო და ლამის მოტირალი 3 წლის ბავშვივით. ის ფაქტი გამეორდება, მხოლოდ პირველივე ტურში დასრულდება ყველაფერი”.
რა თქმა უნდა, თითქმის ნებისმიერ მკითხველს, მით უმეტეს, თავად ბიძინა ივანიშვილს, ეს განცხადება უფრო გააცინებს, ვიდრე შეაშინებს.
ამიტომაც ისმის კითხვა: მართლა ხომ არ გადაუხადა ბიძინამ ფული გუბაზს, რომ ამ უკანასკნელმა იგი თავისი ლანძღვით აპიაროს?!