რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, კვირას, 9 თებერვალს, ჩინეთში გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების დიდი პარტია, რომელიც ვირუსების საწინააღმდეგო პირადი თავდაცვითი საშუალებებისაგან შედგება.
ჩინეთში, კორონავირუსის ბრძოლაში, რომელმაც ამ მომენტისათვის 37 ათასზე მეტი ადამიანის დაავადება გამოიწვია, ხოლო 811 მათგანის სიკვდილი განაპირობა, არ ყოფნით დამცავი საშუალებები. რუსებმა ეს დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შეავსეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ჩინეთში სპეცთვითმფრინავი “ილ-76” გააგზავნა, 183 კუბური მეტრი ტვირთით.
ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ეპიდემიასთან ბრძოლაში დახმარების გამო.