“მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, როგორი საარჩევნო მოდელიც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების მოპარვას.
მისივე თქმით, რევოლუციურ სცენარებზე არ აქვს საუბარი, საუბარი მიდის ტექნიკურ საკითხებსა და მობილიზაციაზე.
„რა არის ეს მობილიზაცია – ეს არის ხალხის თვითორგანიზება, რომ არ დაუშვან ძველი ბიჭებისა და კრიმინალური ელემენტების მიერ მშვიდობიანი ხალხის დატერორება.
მთელი ბავშვობა ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არ ვაჩაგრინებდი თავს ძველ ბიჭებს, არც სკოლაში, არც უბანში და ასევე საქართველოს მასშტაბით არ უნდა დავუშვათ ხალხის დაჩაგვრა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი“